Friday, June 30, 2017

ინტელის ტრენინგის მე-8 დღე

დღეს ვიმუშავეთ შეფასებებზე. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო. ვიმუშავეთ ბლოგზე და შევქმენით ფეიჯები,ავტვირთეთ ფოტოები და ვისწავლეთ ბლოგზე დალინკვა. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა და ფონის შეცვლა.  დღევანდელი დღეც პროდუქტიული და საინტერესო იყო.💓💞💞

ინტელის ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, სადაც შევიტანეთ შეფასების ინსტრუმენტი  ვ.მ.ვ  დავასრულე გეგმის შაბლონზე მუშაობა. შევავსე დიფერენცირების ველები, ვიმუშავეთ საქაღალდეზე. გავაკეთე მოსწავლის ერთი ჯგუფისთვის ხარაჩო, მოსწავლის ნამუშევრის მიხედვით. გავეცანით  Viewer რესურსების ჩანართიდან დავალების შაბლონში, რომლის მიხედვითაც უნდა შევქმნა დავალებები დონეების მიხედვით ჩემი პროექტისთვის.

ინტელის ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელ დღეს  განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის ნიმუშები. მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისგან. ვიმუშავეთ მე-5 მოდულზე, მოსწავლეთა თვითშეფასებაზე, შეფასებებში განვიხილეთ სტრატეგიები. 

ინტელის ტრენინგის მე-5 დღე



დღევანდელ დღეს მე-4 მოდულის ფარგლებში ვიმუშავეთ წყვილებში, გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.  ტრენერმა გაგვაცნო ერთ-ერთი მასწავლებლის  ნიმუში. ამის შემდეგ ვიმუშავეთ პროცედურებზე, გავეცანით მოსწავლის ნიმუშებსაც და მოვირგეთ მოსწავლის როლი. 

ინტელის ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით და განვიხილეთ ჩვენს მიერ შედგენილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ტრენინგის ფარგლებში ვიმუშავეთ მოსწავლის წინაარე ცოდნის დასადგენ ინსტრუმენტებზე. ვისწავლეთ როგორ შევაფასოთ წინარე ცოდნა . ჩემი ძლიერი მხარე იყო Power Point -ში მუშაობა, სლაიდების გაკეთება .  ბუნდოვან კითხვებზე მივმართავ ტრენერს.

ინტელის ტრენინგის მე-3 დღე

 დღევანდელ  დღეს  ტრენინგზე ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის იდეები. ვიმსჯელეთ პროექტის მიმდინარეობაზე, შევავსეთ პროექტის გეგმის შემდეგი ნაწილები: სათაური, შევარჩიეთ იდნიკატორები, გავიგეთ როგორ დავწეროთ მიზნები სტანდარტიდან გამომდინარე  ( მოდული 2, აქტივობა1, ნაბიჯი 2).

გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას. 

ინტელის ტრენინგის მე-2 დღე



დღეს ვიმუშავეთ პორტფოლიოზე, ვისწავლეთ და შევქმენით საპრეზანტაციო ბუკლეტები. ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. დღევანდელი დღე ჩემთვის იყო პროდუქტიული და საინტერესო. მადლობა ტრენერს რჩევებისთვის და ამომწურავი პასუხებისთვის.